გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებსა და მიმართულებებზე, მათ შორის იმსჯელეს ნარჩენების მართვის სექტორთან დაკავშირებული აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი მუშაობს. მათ შორის, კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მასშტაბით საჯარო კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინერტული ნარჩენებისა და მწვანე ნარჩენების გადამუშავების და სწორად დასაწყობების მნიშვნელობაზე.