logo_geo
eng_logo
გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე მიკრო ფილმების კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დააჯილდოვა
- +

16 ივნისი. 2023. 13:32

 

 

15 ივნისს საგზაო უსაფრთხოების თემაზე 5-წუთიანი ფილმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი დაესწრო. ფილმების კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING პროექტის - „მხარდაჭერა საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის შექმნასა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომ გაუმჯობესებაში“ - ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ერთიანი ელექტრონული  ბაზისა და მონაცემთა აღრიცხვის ეფექტური სისტემის შექმნასა და გამართული საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მოწესრიგება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

 

ბოლო წლებში არაერთი ძირეული რეფორმა განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მდგომარეობა საქართველოს გზებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. მათი დიდი ნაწილი გამოწვეულია უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით, ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილების მართვით და სხვ. ამ ნეგატიური შედეგების გამოსწორების მნიშვნელოვანი მექანიზმია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ბოლო ეტაპზე 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩა. მათ შორის, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გასული ფილმის „რომ გაჩერდები, მერე ნახე...“ ავტორს გრიგოლ ჟორდანიას პრიზი მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა გადასცა.

 

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა, პოლონეთის ელჩის მოადგილე მარიუშ პიეტრზაკი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი აგატა ნიბოი, ევროკავშირის ექსპერტი მაჩეი აულაკი და კონკურსში ჩართული სხვა პირები. საკონკურსო ფილმების ჩვენებასა და გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრნენ ფილმების ავტორები, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში TWINNING-ის პროექტის წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner