logo_geo
eng_logo
„როცა მოკლეს, ბავშვივით ვტიროდი, მეგონა უკანასკნელი ქართული გონი დასამარდა...“
- +

4 სექტემბერი. 2016. 22:08




რუსუდან შარაძე მისი მამის, გურამ შარაძის შესახებ წიგნის გამოცემას გეგმავს და საზოგადოებას, ვინც კი გურამ შარაძეს იცნობდა, სთხოვს, რომ მოგონებები გაუზიარონ:



„ხომ მითქვამს, დიდი ხანია, იდეა მაქვს - როდესმე გამოვცე წიგნი „გურამ შარაძე ცხოვრებაში". ეს იდეა ჩემი კი არაა, ესეც მამაჩემისგან მოდის. ჩაფიქრებული ჰქონდა, აკაკის ხუთტომეულს რომ მორჩებოდა (მე-5 ტომი ვეღარ მოასწრო), დაეწერა ცალკე - „აკაკი ცხოვრებაში". თავის მხრივ, მას „გოგოლი ცხოვრებაში" ეგულებოდა და ეძებდა კიდეც ამ წიგნს, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, როგორც ლევან თაქთაქიშვილმა მიამბო.

 

მე არ წამიკითხავს გოგოლზე, არ ვიცი, რა სახით ჰქონდა ჩაფიქრებული „აკაკი ცხოვრებაში", მაგრამ ის, რაც მე მინდა, არის - ნაცნობების, უცნობების, დიდების თუ პატარების ცხოვრებისეული მოგონებები მამაჩემზე. ამით ვისურვებდი, რომ ისტორიას შემორჩეს, თუ რა კაცი იყო ის იმის მიღმა, რაც ისედაც ცნობილია. ამიტომ ყველას ვთხოვ ხოლმე, რომ მიამბონ, თუნდაც, პატარა ამბავი მასთან დაკავშირებით.

 

ასე ვაგროვებ ნელ-ნელა...

 

წეღან, ქალბატონმა მზია წიკლაურმა მომწერა და ყველას გიზიარებთ:


მზია წიკლაური: მე ერთადერთხელ შევხვდი ბატონ გურამს, მე და გოდერძი ჩოხელი მივედით ერთ-ერთ საღამოზე, იქ დაგვხვდა. გოდერძი, რომ დაინახა, ჩვენსკენ წამოვიდა და დაჯდა ჩვენთან, მთელი საღამო ვსაუბრობდით ათასანირ საჭირბოროტო საკითხებზე...

გოდერძი ჩოხელიც ისეთი ხალისით საუბრობდა, მე გაოცებული ვიყავი მისი უშუალობით... მერე, მე და ჩოხელი ვსაუბრობდით მის პიროვნებაზე, უშუალობაზე, დიდ ქართველობაზე, დიდ პიროვნულობაზე, ნიჭიერებასა შრომისმოყვარეობაზე... სულ, მახსენდება ხოლმე, ეპიზოდები იმდღევანდელი საუბრისა... როცა მოკლეს, ბავშვივით ვტიროდი, ისე მეგონა უკანასკნელი ქართული გონი დასამარდა...


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner