ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ვანოს შოუში" ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა ვუყურებდი "ვანოს შოუს" გამეორებას (აი ოდესაში რომ იყვნენ, გადაცემა სტუდიაშო რომ ჩაწერეს და ნატურაში გადაღებულად რომ გაასაღეს ). ასეთი ხუმრობა გაიჩითა: ბიძინას პაროდისტი სტაფილოს წვენს ბოლომდე არ დალევს და ჭიქაში ტოვებს. ნამდვილი მიშა ამბობს "ისტორიულ" ფრაზას და "შუტკას": - შევარდნაძე 2003-ში ისე გაერთო ლაპარაკში, რომ ჩაის დალევა დაავიწყდაო! შემდეგ იღებს ბიძინას პაროდისტის ჭიქას და დარჩენილ წვენს სვამს.
100%-იანი სიმართლე გამოვიდა. 2003-ში ვისი ჭიქიდანაც დალია, იმისი ადგილი დაიკავა. ახლაც პაროდისტის და "კომედი შოუს" მსახიობის ადგილი დარჩება, მეტს უკვე ნაღდად ვეღარ ქაჩავს..."