logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილთან დაკავშირებით: თავს მშვენივრად გრძნობს და გადაათრიეთ ეს ნაძირალა იქ, სადაც მისი კუთვნილი ადგილია!
- +

16 ივნისი. 2023. 16:10

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ექს-პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინის პარალელურად, ქართულ პოლიტიკაშიც ჩაერთვება.

 

ზურაბ ქადაგიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია და კლინიკიდან ციხეეში დააბრუნონ.

 

„მორჩა კინო - ფენიქსი აღდგა... მას შემდეგ, რაც: 5-ჯერ მოწამლეს... 5-ჯერ აწამეს... 5-ჯერ ტვინი გაუწყალდა... 5-ჯერ კუჭი აეშალა... 5-ჯერ მოკლეს... როგორც ფენიქსი, ფერფლიდან ცოცხლდება... ოღონდ მიშას შემთხვევაში - იმ ნაგვიდან აღდგა, სადაც მთელი ცხოვრება იწვა, გორაობდა და საზრდოობდა. აღარც კუჭი, გული და ტვინი აწუხებს. განახლდა პოლიტიკური მძორი და აბა, ახლა ნახეთ რიგები ციხის კართან... საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ის თავს მშვენივრად გრძნობს და გადაათრიეთ ეს ნაძირალა იქ, სადაც მისი კუთვნილი ადგილია!“ - წერს ფეისბუქზე ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner