logo_geo
eng_logo
შარტავას ქუჩა N4-6-თან, ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყო
- +

16 ივნისი. 2023. 16:38

 

 

საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩა N4-6-ის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.  სამუშაოების შედეგად, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა და 3 000 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო.

 

400 კვ.მ ფართობზე კალათბურთის მინი მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო.  დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები.

 

კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე დაირგო 25 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და დასასვენებელი სივრცე გამწვანდა.

 

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც  570 000 ლარი დაიხარჯა. ხოლო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.

 

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner