logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ღარიბაშვილის აბსოლუტურად სწორ განცხადებას რომ გამოეკიდნენ, ამაზე დიდი მტრობა წარმოუდგენელია
- +

16 ივნისი. 2023. 17:16

 

 

ღარიბაშვილის ერთ ჩვეულებრივ, აბსოლუტურად სწორ განცხადებას რომ გამოეკიდნენ, ამაზე დიდი მტრობა წარმოუდგენელია. რუსული საქმის კეთებაა ის, რასაც ისინი აკეთებენ, რომ ჩამოაწერონ რუსეთს ის ცოდვა, ნატოს გაფართოება რომ აღიზიანებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ღარიბაშვილის და უმრავლესობის ნარატივია, რომ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად რუსეთს ასევე აღიზიანებს ნატოს გაფართოება.

 

„ანუ, რუსეთს აღიზიანებს უკრაინის, საქართველოს და ა.შ. სუვერენიტეტი და რუსეთს აღიზიანებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. იბრძვის ამ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამავდროულად იბრძვის ნატოს გაფართოების წინააღმდეგ. აქედან ამოარჩიეს მხოლოდ პირველი ნაწილი და თურმე მეორე ნაწილი არაფერ შუაში ყოფილა, თავად რუსები რასაც აღიარებენ. მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნების გამო, ნატო არაფერ შუაშია და თურმე, რუსეთს ნატო არ აღიზიანებს. ისევე როგორც ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუსული ჯარები რომ საქართველოში შემოიჭრნენ, ეს კი არ ყოფილა სიმართლე. მგონი იმას მისტირიან ისევ, რაც ჩაიწერა რეზოლუციაში და რასაც ხელი მოაწერეს, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და სამხედრო დანაშაული ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს. დიახ, ღარიბაშვილის და ჩვენი ნარატივია, ჩვენი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად რუსეთს ასევე აღიზიანებს ნატოს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ. ეს ბოროტება ჩამოაწერეს რუსეთს. ამ მარაზმში შევიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროპაგანდისტულად რაღაც პატარა ზიანის მიყენების მცდელობისთვის ჩამოაწერეს ამხელა ცოდვა რუსეთს. ესაა მათი მტრობა ამ ქვეყნის,“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner