logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ბოდიშის მოხდა, სიყვარულის ახსნა, მარიონეტის როლიდან გამოსვლა მარიონეტს ეკრძალება. ამით განსხვავდება თავისუფალი ადამიანი „ლიბერალური დემოკრატიის“ ნაშიერი ზომბისაგან...
- +

16 ივნისი. 2023. 18:44

 

 

„პირველი „ბოდიში“, რომელიც მან ამა თუ იმ ფორმით მოუხადა ქართულ საზოგადოებას, ეხებოდა ბანერების გამოფენას „მოშიმშილე“ ქართველი ბავშვების სტატისტიკით“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „მაკდოლანდსის“ მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის განცხადებას.

 

ქართველიშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალების მართვის სისტემის საილუსტრაციოდ სწორედ ეს განცხადებებია თვალსაჩინო მაგალითი.

 

„როდესაც „ხალხის ძალა“ დეტალურად შიფრავს საქართველოს დესტრუქციული ძალების მართვის სისტემას, შემდეგი სქემით: აგენტოკრატი მემარიონეტე მარიონეტი - ზოგი სკეპტიკოსი ითხოვს ამის დამადასტურებელ ცოცხალ მაგალითს. კი ბატონო - თემურ ჭყონია და ბოლო 24 საათში მის მიერ ხუთგზის შეცვლილი "ჩვენება". პირველი „ბოდიში“, რომელიც მან ამა თუ იმ ფორმით მოუხადა ქართულ საზოგადოებას, ეხებოდა ბანერების გამოფენას, „მოშიმშილე“ ქართველი ბავშვების სტატისტიკით. მან ეს ზუსტად იმ დღეს გააკეთა, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია 2022 წელს აშშ-ში მოშიმშილე ამერიკელი ბავშვების ოდენობის 3 მილიონ 300 ათასით ზრდის თაობაზე. ბანერები მოიხსნა, მაგრამ გაცემული იქნა მორიგი დავალება.

 

ასე გაჩნდა „მაკდონალდსის“ სარესტორნო ქსელში ბავშვებისთვის დასარიგებელი უფასო ბროშურა ორი ბებერი გეის „რომანტიკული“ საოჯახო ცხოვრების თაობაზე. მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, აღნიშნული ბროშურა ამოღებული იქნა ქსელიდან. გაჩნდა განმარტების შემცველი განცხადებაც, სადაც შეიძლებოდა ბოდიშის მაგვარი შინაარსის ამოკითხვაც, მაგრამ ამ ფაქტმაც კი გამოიწვია მემარიონეტის რისხვა, ვინაიდან მარიონეტის არსი, მისი შიგთავსი და გრძნობები მას უკვე აღარ ეკუთვნის და ეს „ბოდიში“ და განმარტება მას უპატიებელ შეცდომად ჩაუთვალეს. ამიტომაც ორი-სამი მანიპულაციის შემდეგ, „ელ-ჯი-ბი-თი-აი-ეი-პლუს“ იმპერიიდან, აშშ-ს აგენტოკრატების რეზოლუციით და მათი ადგილობრივი მემარიონეტის დავალებით, მარიონეტმა ეს განცხადებაც გააქრო. ბოდიშის მოხდა, სიყვარულის ახსნა, მარიონეტის როლიდან გამოსვლა - ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, მას ეკრძალება. ამით განსხვავდება თავისუფალი ადამიანი, „ლიბერალური დემოკრატიის“ ნაშიერი ზომბისაგან...“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner