logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიციის დევიზი უნდა იყოს, ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე არ დარჩენილა
- +

16 ივნისი. 2023. 20:22

 

ეს არის ნამდვილი რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიცია, რომლისთვისაც დევიზი უნდა იყოს – ან ჩვენ ვიქნებით და ჩვენ თუ არ ვიქნებით ქვა ქვაზე არ დარჩენილა, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენდნენ. მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.

ნუ გვიკვირს, რომ ესენი ჩვენ გვეძახიან პრორუსებს, ესენი ხომ „ფეიკნიუსების“ ავტორები არიან. ესენი ხომ იმ ხალხის უკან დგანან, ვინც მერე მაუწყებლობს, ფარა არის ამერიკაში – ამერიკული, საქართველოში – რუსული. უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონით აღფრთოვანებულები არიან და აბურძგნულები დადიან, საქართველოში ეს წარმოუდგენელი უბედურებაა, რაზე უნდა ველაპარაკოთ. აღმოსავლეთ გაფართოების ევროკომისარს წამოსცდა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ოლივერ ვარჰეი, პატივცემული ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანეს, სულ პრორუსი ეძახეს, თავს ესხმითო ელჩებსო. თქვენი გვარამია ხომ არ აგინებდა დედას კელი დეგნანსპირდაპირ ეთერში, დედის ტოლ ქალს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს?, ახლა რომ დასდევთ და ეხვეწებით შეიწყალე, შეიწყალეო. ახლა რომ გაგიხდათ გადამრჩენელად, კიდევ კაი ახლა მაინც რომ მოეგეთ გონს. თქვენ ქართველი ხალხი, რა გგონიათ, დაავადებული გგონიათ გარკვეული დაავადებებით, რომელიც მეხსიერების გაქრობას იწვევს, თუ რა არის? ეს არის პროევროპული შუქურა ბრჭყალებში ოპოზიცია. ეს არის ნამდვილი რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიცია, რომლისთვისაც დევიზი წესით უნდა იყოს შემდეგი – ან ჩვენ ვიქნებით და ჩვენ თუ არ ვიქნებით ქვა ქვაზე არ დარჩენილა, რადგან ამათ ერთხელ ეს ავანტიურა წამოიწყეს და დარწმუნებული ვარ, მზად იყვნენ კიდევ უფრო მეტი საქართველო ჩაებარებინათ, ოღონდ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner