logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო, სწორედ ასეა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საქმე
- +

16 ივნისი. 2023. 21:26

 

მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო, სწორედ ასეა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საქმე, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის თაობაზე.

მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო, სწორედ ასეა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საქმე. „ნაცმოძრაობას“ თავისი გასაჭირი აქვს, ვერ გაუგია, ვინ ჰყავს თავმჯდომარე, რა მიმართულებით მიდის და ახლა დაემატება პოლიტიკურად გარდაცვლილი სააკაშვილი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner