logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს, მაგრამ ეს კანდიდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, ამიტომ საკითხს ვსვამთ ძალიან გასაგებად: უნდა იყოს კონსულტაციები
- +

16 ივნისი. 2023. 21:28

 


საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენას ეხმიანება და კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს.

პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს, მაგრამ ეს კანდიდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, ანუ უმრავლესობამ. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უმრავლესობამ და შემდგომში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკაც პირველ რიგში ხდება სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამიტომ საკითხს ვსვამთ ძალიან გასაგებად: უნდა იყოს კონსულტაციები“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner