logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც არსად წასულა, ყოველთვის დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა, ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ
- +

16 ივნისი. 2023. 23:43

 

 

სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც არსად წასულა, უკრაინაში ყოფნის დროსაც ქართულ პოლიტიკაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში სააკაშვილის შემოპარვის მიზანიც, ქართულ პოლიტიკაში დიდი დესტრუქციის შემოტანა იყო.

 

„შემდეგ მილიონი დახარჯა იმაში, რომ საქართველო მაქსიმალურად უარყოფითო სახით წარმოეჩინა. მთელი მსოფლიოს თვალწინ იძახდა, რომ მოწამლეს, აწამეს, კლავდნენ, არ მკურნალობდნენ. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ამ დიდ შეთქმულებას წერტილი დაუსვა. ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ, რომ დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. ყოველთვის აქ იყო, ყოველთვის ეს დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა. სიახლე ამ კუთხით არაფერი არ არის, აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღების მისაქცევიც არ არის. ფორმალურად და იურიდიულად მას არ ექნება საშუალება ქართულ პოლიტიკაში ან კენჭი იყაროს, ან ხმის მიმცემი იყოს, ან თანამდებობაზე დაინიშნოს, სამართლებრივი კუთხით. რეალურად მისი გავლენა საქართველოს მაქსიმალურად უარყოფითო კუთხით წარმოჩენაში ყოველთვის იყო გამოკვეთილი. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner