logo_geo
eng_logo
პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
- +

17 ივნისი. 2023. 00:13

 

 

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 443-მა დეპუტატმა.

 

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე.

 

„ვილნიუსის მოახლოებულ სამიტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა NATO-უკრაინის ურთიერთობებისთვის და უნდა იყოს ადგილი მომავლის განსახილველად. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მოწვევის პროცედურა შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის მიმართაც. პოლონეთის სეიმი მხარს დაუჭერს ალიანსსა და უკრაინას შორის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების ძალისხმევას და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე კონსენსუსის მიღწევას“, - აღნიშნეს პოლონელმა კანონმდებლებმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner