logo_geo
eng_logo
ვილი სანიოლი - კვიპროსთან წარმატებად მხოლოდ გამარჯვებას ჩავთვლი
- +

17 ივნისი. 2023. 00:39

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლარნაკას სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და კვიპროსთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში ერთადერთ მიზნად გამარჯვება დაასახელა.

 

„საბედნიეროდ, ჩვენ არ გვყავს ტრავმირებულები ან სხვა მიზეზით გამოკლებულები. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის, კარგ ფორმაშია და გვაქვს იმედი, რომ კვიპროსთან კარგ თამაშს ჩავატარებთ.

 

ქეცბაიას რაც შეეხება – ძალიან საინტერესო ადამიანია. მიხარია, რომ ვიცნობ. ახლახან ისევ ვნახე და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა მას ვხვდები, მშვენიერ დროს ვატარებ. ის ძალიან მხიარული ადამიანია.

 

კვარაცხელიას თაობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი. კვიპროსის ნაკრების გულშემატკივრებისთვის  გასაკვირი იქნებოდა, სკამზე რომ იყოს, მაგრამ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

 

დარწმუნებული ვარ, ქეცბაიამ ზუსტად იცის, როგორ ვთამაშობთ, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩები, თუ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას ვერ მოვახერხებთ. ეს ერთადერთი შედეგია, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. სხვა ყველა შედეგს წარუმატებლობად ჩავთვლი.

 

ითამაშებს თუ არა გიორგი ლორია? ის ხვალ არ იქნება, მაგრამ ვინ ითამაშებს შოტლანდიასთან, ჯერ არ ვიცი. რაც შეეხება ზოგადად ქართველ მეკარეებს, მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდში ყველა შესანიშნავი კიპერია“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

 

საქართველოს ნაკრები კვიპროსს 17 ივნისს, 22:45 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას – 22:45 საათზე. ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner