„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე „მილანის“ მცველი ტეო ერნანდესია”, – იუწყება La Gazzetta dello Sport.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „მილანს“ ერნანდესი მარცხენა მცველის პოზიციაზე სჭირდება, იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ წინადადებას დათანხმდებიან, მაგრამ ფეხბურთელს 60 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ დათმობენ.
გასულ სეზონში ტეო ერნანდესმა იტალიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.