logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილს უკვე თუ შეუძლია, პოლიტიკური განცხადებებიც აკეთოს, არც შიმშილობს, საკვებსაც იღებს, ეს ძალიან კარგია
- +

17 ივნისი. 2023. 11:32

 

 

ბუნებრივია, სააკაშვილი სასამართლო პროცესებს პოლიტიკურად გამოიყენებს, მაგრამ ბრალდებას, პროკურატურასაც შეუძლია, შესაბამისი კითხვები დაუსვას, რომ ბრალი დადასტურდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„სააკაშვილს უკვე თუ შეუძლია, პოლიტიკური განცხადებებიც აკეთოს, არც შიმშილობს, საკვებსაც იღებს, ეს ძალიან კარგია. იმედია, მალე გვამცნობენ, რომ წონაშიც მოიმატა და სასამართლო დარბაზებს დაუბრუნდება. ბუნებრივია, ის ტრიბუნას პოლიტიკურად გამოიყენებს, მაგრამ ბრალდებას, პროკურატურასაც შეუძლია, შესაბამისი კითხვები დაუსვას, რომ ბრალი დადასტურდეს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner