logo_geo
eng_logo
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
- +

17 ივნისი. 2023. 12:11

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები, სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 

„დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner