„პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის მე-17 უბანში, ლალი მოროშკინა ლოტკინის მოსახლეობას შეხვდა.
მოროშკინამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და საზოგადოებასთან ერთად დაგეგმა რაიონში განსახორციელებელი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშინა „პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა. როგორც „რეპორტიორთან" საუბარში მოროშკინამ განაცხადა, იგი ლოტკინს ძალიან კარგად იცნობს:
„ნაძალადევშიმე დიდიხანია ვმუშაობ. წილობრივად ყველაზე მეტი პატიმარი იყო ზუსტად ლოტკინის, ე.წ. ნახალოვკის სექტორიდან. სამწუხაროა, რომ არასოდეს ამ უბანს არ ექცეოდა ყურადღება. ამ უბანში დაჭერილი არამარტო ბიჭები ჰყავდათ, არამედ მათი დედები, მამები, აშანტაჟებდნენ მათ შვილებს. არ მჭირდება ნაძალადევში დიდი წარდგენა, აქ ყველა მიცნობს, ყველა ოჯახთან მქონია შეხება. წლებია, ნაძალადევის რაიონში არსებული ეკლესიის მრევლი ვარ. არასოდეს მიიღებს არც „ბოშათა დასახლება", ლოტკინი, ძირძველი ნაძალადევი არასაკუთარ სხეულის ნაწილს, იმიტომ რომ რამდენი შემოთავაზებაც იყო მაჟორიტარების, ვერცერთმა ვერ გაამართლა მათი ნდობა. როგორც მე ვიყავი წლების განმავლობაში მათთვის ახლობელი და ოჯახის წევრი, ზუსტად ანალოგიურად ვიქნები. პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ არცერთი ადამიანი არ იქნება, ვის პრობლემასაც გულთან არ მივიტან. ეს ის უბანია, სადაც მე ვიბრძოლებ და რომლის მოგების შემდეგ სერიოზულ ბრძოლას უკვე პარლამენტში გავაგრძელებთ",- განაცხადა მოროშკინამ „რეპორტიორთან."