logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი შშმ პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების სესიაზე მოხსენებით წარდგა
- +

17 ივნისი. 2023. 13:23

 

 

გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მე-16-ე სესია პანელური დისკუსიით დაიხურა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი იყო.

 

პანელური დისკუსიის მთავარ თემას შშმ პირთა ინკლუზიური დემოკრატიის ფორმირება წარმოადგენდა.

 

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი პირველად იყო გაეროში CRDP COSP-ის პანელური დისკუსიის ორგანიზატორი და ამ ფორმატში, საქართველოს პარლამენტის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის ჩართულობა, საგანგებოდ აღინიშნა.

 

პანელურ დისკუსიაზე, ეროვნულ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის შემქმნელებმა მოსაზრებები გაცვალეს იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესონ კანონშემოქმედება და შშმ პირთა უფლებები პოლიტიკის ყველა სფეროში, ეფექტური საპარლამენტო პოლიტიკისა და სტრუქტურების მეშვეობით.

 

რატი იონათამიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობისა და კანონშემოქმედებითი პროცესების გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

სხდომაზე, შშმ პირთა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტის როლი დადებითად შეფასდა.

 

კანონმდებლები და შშმ პირთა წარმომადგენლები შემდგომში შეისწავლიან და წარმატების ფაქტორებთან და ასევე, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს.

 

პანელის დასასრულს მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და გამოთქვეს იმედი, რომ გაერო-ში, ევროპარლამენტის ეგიდით გამართულ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობა იქნება ხელშემწყობი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

 

პანელურ დისკუსიას გაეროს შშმ პირთა კონვენციის ერთ-ერთი ავტორი და გაერო-ში საქართველოს საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი დოქტორი მარკუს შეფერი უწევდა მოდერაციას.

 

მიმდინარე წლის სექტემბერში იგი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner