კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მჭედლიშვილმა ე.წ. ქარწისის დასახლებაში, ხეთაგუროვის ქუჩაზე და ქუჩიდან გამავალ ჩიხებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
1480 გრძივი მეტრი სიგრძის ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 534 999 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა: „აღნიშნული ქუჩის ასასვლელზე ჯერ ბეტონის საფარი მოვაწყვეთ და მოსახლეობასთან ქუჩის სრული მოასფალტება დავაანონსეთ. მომზადდა ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი და ახლა უკვე გზის მოასფალტების სამუშაოებს ვახორციელებთ“.