logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ცუდია და საგანგაშო, რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს?
- +

17 ივნისი. 2023. 18:22

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ როგორც ჩანს გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცეები დაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire.

ანალიტიკოსის თქმით, კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.

როდესაც ამ დილით სტატუსი დავწერე ფასეულობათა კონფლიქტზე, ჯერ კიდევ არ მქონდა გაგებული გირჩი ჯაფარიძის გალახვაზე, ბორჯომში ხალხის პროტესტზე "დემოკრატიის სასწავლად" დაგეგმილ ახალგაზრდების ტრენინგის გამო, ასევე თსუ-ში სტუდენტების დაპირისპირებაზე, რუბლების მსროლელებთან, თითქოს მათი შეფინია არ იღებდეს მილიონობით ტკიცინა რუბლებს, პირდაპირ მოსკოვიდან. ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ როგორც ჩანს გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცეებიდაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire. ცუდია და საგანგაშო რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე, და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს? კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner