„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გორში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცლებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი, მისი ბოლოდროინდელი, შეურაცმყოფელი განცხადებებია საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის მისამართით