logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არანაირად არ ისახავს მიზნად იმას, რომ რეკომენდაციები შესრულდეს - ამაში ხედავენ ისინი ზუსტად საკუთარი ბრძოლის იარაღს
- +

17 ივნისი. 2023. 21:08

 

ხელისუფლების სუბიექტური მიზანი რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეკომენდაციები შეასრულოს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სჭირდება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ამას ერთი ძალა ვერ გააკეთებს. ხელისუფლების სუბიექტური მიზანია, რომ ეს რეკომენდაციაც შესრულდეს და გარემო იყოს მშვიდი, წყნარი, პოლიტიკური ბრძოლა იყოს იმ მეთოდებით, რა მეთოდებიც ნორმალურ სახელმწიფოს შეეფერება. იყოს პოლიტიკური დებატები პარლამენტში. სინამდვილეში, ჩვენს რეალობაში იმას ვხედავთ, რომ ოპოზიციის მიზანი აბსოლუტურად სხვაა. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არანაირად არ ისახავს მიზნად იმას, რომ რეკომენდაციები შესრულდეს - ამაში ხედავენ ისინი ზუსტად საკუთარი ბრძოლის იარაღს: თუკი საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს უნდა იყო არეულობის საფუძველი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner