„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აზიარებს თსუ-შიმომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოს და წერს, რომ ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტში დაიწყო ირაკლი კობახიძის ლექციაზე მიგზავნილმა პროვოკატორმა, რაც კადრებში კარგად ჩანს.
„კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტში დაიწყო ირაკლი კობახიძის ლექციაზე მიგზავნილმა პროვოკატორმა, რის შემდეგაც ის გაათრიეს სტუდენტებმა. ნაცებო, ქარს თესავთ - ქარიშხალს მიიღებთ, აუცილებლად!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.