ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძემ უნგრელი ანდრას სატმარი 15:11 დაამარცხა. ფინალამდე კი ქართველმა მოფარიკავემ უკრაინელ იური ცაპს (15:5), რუმინელს რაზვან ურსაჩს (15:10), ფრანგ ბოლად აპიტს (15:7) და თურქ ენვერ ილდირიმს (15:7) სძლია.
სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ მეთორმეტე პრესტიჟულ ტურნირზე შეძლო პოდიუმზე ასვლა.