საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა კვიპროსთან გამართა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩს ლარნაკამ უმასპინძლა.
პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა, 8 წუთში კი საქართველოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იოანის პიტასმა შეასრულა. გადამწყვეტი გოლი მეტოქის კარში ზურიკო დავითაშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა.
მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 20 ივნისს, გლაზგოში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.