logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ეს „სალიბერასტეტია!“ მათ ერთი სახელი აქვთ- ლეგიონი!
- +

4 სექტემბერი. 2016. 23:38



პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


„მთავარია არ შეცდეთ!

ლიბერასტებს სული კბილებით უჭირავთ. ერთი თვეც მოითმინეთ, ამხნევებენ ერთმანეთს. ეს ერთი თვე ყველა მორწმუნე, ეკლესიური და ეროვნული გახდება. თქვენს მოტყუებას ბოლომდე შეეცდებიან. გაინაღდებენ პარლამენტარის მანდატს და მათში ჩაბუდებული სატანის მხეცი გარეთ გამოვა.

 

თუ კვლავ მოვტყუვდით მაშინ ევროპაში ინტეგრაციის ცრუ მოლოდინის სანაცვლოდ ერთნაერსქესიანთა ქორწინების დაკანონებით დაიწყებენ და საქართველოს სრული გაცისფერებით დაამთავრებენ. იყავით ფრთხილად და ყურადღებით, გთხოვთ არ მოატყუებინოთ თავი, როგორც თავის დროზე თამარ კორძაიამ მოატყუა ნაძალადევის ამომრჩეველი. კორძაიებმა, ჩუგოშვილებმა, ნინო გოგუაძეებმა, სოფო კილაძეებმა შეცვალეს. ეს სალიბერასტეტია, ყოველგვარი ქართულის, ეროვნულის, ტრადიციულის მტერი. მათ ერთი სახელი აქვთ ლეგიონი, საქართველოს მოძულეთა ლეგიონი. გთხოვთ ფრთხილად, ნუ გააბითურებინებთ თავს რწმენის, ეკლესიის და ქართველობის მოწინააღმდეგეებს, თქვენსავე მტერს თქვენვე ნუ დაადგამთ გვირგვინს!"- წერს სანდრო ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner