logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ალეკო ელისაშვილზე: პოპულისტობის და საკუთარი ნათესავების დასაქმების მეტს რომ არაფერს აკეთებს, მინდა ვუთხრა, რომ საცოდაობა და ვიგინდარობაა ნაცების ნარატივზე „მოჯდომა“
- +

18 ივნისი. 2023. 14:24

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

„ეს ნაძირალა ელისაშვილი, პოპულისტობის და საკუთარი ნათესავების დასაქმების მეტს რომ არაფერს აკეთებს, აუცილებლად მოშორდება მალე ქართულ პოლიტიკას. მაგრამ სანამ აქ აგდია და ტრიბუნაც აქვს, მინდა ვუთხრა, რომ საცოდაობა და ვიგინდარობაა ნაცების ნარატივზე „მოჯდომა“. ძალიან კარგად იცის, რაც იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ, დავწერე და კიდე გავიმეორებ: „ნაცმოძრაობას“ რომ აეწვა ერთი ადგილი და ატეხილი აქვთ წკავწკავი, რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ ახალი, რაც აქამდე არ ვიცოდით? სააკაშვილი ლაჩრულად არ ფორთხავდა მიწაზე? ქართული ჯარი ლაჩრულად არ მოატოვეს? პატრიარქი რომ არ ყოფილიყო, მაშინდელი რეჟიმის მიერ ლაჩრულად მიტოვებულ ცხედრებს გამოიყვანდა ვინმე? ომიდან რამდენიმე კვირაში ლაჩრულად არ დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და ქვეყანას ომის დაწყება? „ნაცმოძრაობა“ არ არის ლაჩრების კოჰორტა? ეჰ, ალეკო, ალეკო,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner