რეჟისორი გოგა ხაინდრავა წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებული რეჟიმის შესახებ მომზადებულ ფილმზე „ჰეროკრატიაზე" „იმედის დროსთან" საუბრობს:
„მაყურებელმა იმიტომ უნდა ნახოს ეს კადრები, რომ ნახავს სამზარეულოს, როგორ იბადებოდა ეს ავადმყოფური იდეები, როგორ ხდებოდა ამ იდეების აკუმულირება და განხორციელება. როგორ მიმდინარეობდა ის ექსპერიმენტები, რომელიც ქართველ ხალხზე განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ."- აღნიშნავს ხაინდრავა.