logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: რაც უფრო განახლდება ავტოპარკი, მით უფრო შემცირდება დაბინძურების ხარისხი
- +

18 ივნისი. 2023. 21:09

 

 

ოთარ შამუგიას განმარტებით, ავტოპარკის გაახალგაზრდავებისთვის მიღებული ზომები იმპორტიორებისთვის მოულოდნელი არ არის და მათ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის კიდევ 6 თვიანი ვადა აქვთ.

 

„საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ პროექტზე. შესაბამისად, გვქონდა არაერთი შეხვედრა ამ სექტორთან. ეს აუცილებლად მოგვცემს კონკრეტულ შედეგს. რაც უფრო განახლდება ავტოპარკი, მით უფრო შემცირდება დაბინძურების ხარისხი. ასევე გავლენა ექნება კატალიზატორების ექსპორტის უფრო სწრაფ შეზღუდვას და, რა თქმა უნდა, გზებზე კონტროლსაც“, - აცხადებს შამუგია.

 

ქვეყნიდან კატალიზატორების გატანის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამავე სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ავტომობილების გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner