logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის პროექტზე: თუ გინდა რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ვინმე ტუღუში მოავლინო ახლა სახალხო დამცველის მრჩევლად, რატომ აკეთებ ამას? კითხვა მიჩნდება
- +

18 ივნისი. 2023. 21:43

 

 

გია ცაგარეიშვილის ევროკავშირის წარმომადგენლობას ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან კითხვები აქვს. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე „იმედის კვირას“ ესაუბრა.

 

„ბატონი ტუღუშის საქმიანობაზე კითხვის ნიშანი არ ჩნდება? საერთოდ არ გიჩნდება კითხვა, რას აკეთებდა მაშინ, როცა ხალხი იხოცებოდა, როცა ქუჩაში არბევდნენ მიტინგებს, როცა არჩევნებს აყალბებდნენ ტოტალურად, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდნენ. შენ ეს არ იცოდი? ეს დავიჯერო? არ მჯერა ამის. და თუ იცოდი და მაინც გინდა რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ვინმე ტუღუში მოავლინო ახლა სახალხო დამცველის მრჩევლად, რატომ აკეთებ ამას? კითხვა მიჩნდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში მოქმედ სახალხო დამცველს დაეხმარება. ევროკავშირის პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ იწყება, პროექტის გუნდს კი სწორედ გიორგი ტუღუში უხელმძღვანელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner