logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი ხდება
- +

18 ივნისი. 2023. 21:58

 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხდება თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი, რომელიც, ვფიქრობ, შეცვლის არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს განათლების სისტემად, არამედ მთლიანად საქართველოში განათლების ეკოსისტემას, ვინაიდან ის თამასა, რასაც ეს უნივერსიტეტი აწესებს, არის ის გზა, საითკენაც ყველა უნივერსიტეტმა უნდა იაროს“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

გიორგი ამილახვარმა ხაზი უნივერსიტეტის უნიკალურობას გაუსვა და აღნიშნა, რომ ფონდმა „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა პროექტის განხორციელებაში უკვე თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩადო.

 

„ინვესტიცია, რომელსაც „ქართუ“ ჯგუფი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს, 1 მილიარდი ევროს შემადგენლობისაა და დღეს უკვე თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი უკვე დახარჯულია. რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი საქმე ქვეყნისთვის გაკეთებული, ვიდრე ინვესტიციაა განათლებაში, რაც პირდაპირ ნიშნავს ნიჭიერ მომავალ თაობას, ახალი ცოდნის შექმნას, რომელიც მთავარი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და, მათ შორის, ევროპული მომავლის“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner