logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე სააკაშვილის სურვილზე დაესწროს სასამართლო პროცესებს: პაციენტი როდესაც ტოვებს კლინიკას და სადღაც მიდის, მე ვალდებული ვარ გავწერო
- +

19 ივნისი. 2023. 00:13

 

 

„პაციენტი როდესაც ტოვებს კლინიკას და სადღაც მიდის, მე ვალდებული ვარ გავწერო. სანამ შენს იურისდიქციაშია, შენ ხარ პასუხისმგებელი მის ყველაფერზე. შენს ტერიტორიას რომ ტოვებ, მასზე პასუხს აღარ აგებ“, -ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების სურვილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს შეუძლია პროცესში ონლაინ ჩაერთოს.

 

„ტექნიკურად, როდესაც ტოვებს ტერიტორიას, უნდა დავხურო ისტორია. თუ არა და უნდა ჩაერთოს კლინიკიდან. თუმცა, როდესაც იყო სასამართლო პროცესებში მის მონაწილეობაზე საუბარი, ჩვენ მაშინ შავი დღე დაგვაყარეს“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner