logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გიორგი ქადაგიძეს კბილები უკაწკაწებს, როდის შევარდება პოლიტიკაში
- +

17 თებერვალი. 2016. 11:01


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინ გაკეთებული განცხადებებს გამოეხმაურა.



მე რამდენადაც ვიცი, გიორგი ქადაგიძეს რამდენიმე დღეში ეწურება უფლებამოსილება. კარგი იქნებოდა, მოეთმინა და შემდეგ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები. როგორც შევატყვე, კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში. კარგი იქნებოდა, მოეთმინა რამდენიმე დღე და შემდეგ ეკეთებინა ეს განცხადებები. უფრო ადეკვატური იქნებოდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



კითხვაზე, რატომ არ მოუსმინეს დეპუტატებმა გიორგი ქადაგიძის მოხსენებას, სუბარმა განაცხადა, რომ ბანკის პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს სხვა თემებზე და არა აკეთოს პოლიტიკური განცხადებები.



პარლამენტმა რატომ არ მოუსმინა ქადაგიძე, პარლამენტის წევრებს ვკითხოთ. თუ პარლამენტში იგივე უნდა ელაპარაკა, რაც გუშინ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები, ისედაც ბევრი კეთდება. ჩიორა თაქთაქიშვილი საკმარისია ამისთვის პარლამენტში. არ არის საჭირო კიდევ ერთი თაქთაქიშვილის დამატება. ბანკის პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს სხვა თემებზე და არა აკეთოს პოლიტიკური განცხადებები", - განაცხადა სუბარმა.



მისივე თქმით, მთავრობის რეფორმირება გაკეთდება მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება და ეს რეფორმები განხორციელდება საჭიროების შემთხვევაში, არა მყვირალა განცხადებების ფონზე.



„ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათ შორის კახა ბენდუქიძეს თავის დროზე და ე.წ. იმ ლიბერტარიანელებს, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში", ჰქონდათ იდეა, რომ გაეუქმებინათ საკონსტიტუციო სასამართლო, გაეუქმებინათ ეროვნული ბანკი, როგორც უმაქნისი ინსტრუმენტები, თუმცა არ მივდივართ ჩვენ ამ გზით. თავი დაანებოს გიორგი ქადაგიძემ ჭკუის სწავლებას, მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და შემდეგ გააუქმოს რაც უნდა. მთავრობის რეფორმირება როცა საჭირო იქნება, გაკეთდება, თუმცა არა ასეთი მყვირალა განცხადებების ფონზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner