საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშლის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. ამის გამო, 19 ივნისს, 08:00 საათიდან 16:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.