logo_geo
eng_logo
19 ივნისს, 08:00 საათიდან 16:00 საათამდე, კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება
- +

19 ივნისი. 2023. 00:18

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშლის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. ამის გამო, 19 ივნისს, 08:00 საათიდან 16:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner