logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: "მთავარი არხი" რომ ტყუილის, ცილისწამებისა და ბოროტების სიმბოლოა, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგა ხანია იცის
- +

19 ივნისი. 2023. 00:27

 

 

„post tv” - ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"მთავარი არხი" რომ ტყუილის, ცილისწამებისა და ბოროტების სიმბოლოა, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგა ხანია იცის. სამწუხაროდ, მათ საკუთარი მაყურებელი ტყუილს შეაჩვიეს და სიცრუეში ცხოვრება ნორმად უქციეს. თუმცა, რა სიუჟეტიც დღეს ჩემ შესახებ გაუშვეს, მათივე ჟურნალისტური ანტი-ეთიკის ყველა წითელი ხაზის გადალახვა და სრული პროფესიული დეგრადაციის ნიმუშია. ვითომდა ჩემი მიმოწერის იმიტაციით და აშკარა ფაბრიკაციით, რაც, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, თუ იკადრე, ძალზედ იოლია, დადგეს იაფფასიანი სპექტაკლი და დამაკავშირეს თემასთან, რომელთანაც არასდროს, ვიმეორებ, არასდროს მქონია არც პირდაპირი და ირიბი შეხება. ისევ შხამი, ისევ ფალსიფიკაცია, ადამიანების გონებაზე ძალადობა, მათი სიცრუით დასხივების მცდელობა და უნიჭო დრამატურგია. ესაა თქვენი ხელწერა, იმის მოლოდინით, რომ ამით სასურველ  პოლიტიკურ შედეგს მიიღებთ. კარგია, ასე გააგრძელეთ”, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner