სტრიმინგ სერვისი Spotify პრინც ჰარისთან და მეგან მარტკლთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით სასექსის ჰერცოგინია სერვისზე პოდკასტს Archetypes უშვებდა. Spotify-სა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მათ ერთობლივად მიიღეს.
2020 წელს, როდესაც მხარეებმა კონტრაქტი გააფორმეს, მისი ღირებულება $25 მილიონს შეადგენდა. მეგანისთვის და ჰარისთვის ეს ყველაზე მსხვილი შეთანხმება იყო მას შემდეგ, რაც მათ სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს.
Variety-ს ინფორმაციით, Spotify ჰარისა და მისი ცოლისგან უფრო მეტ კონტენტს ელოდებოდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ ამის გამო წყვილი კონტრაქტის თავდაპირველ თანხას სრულად ვერ მიიღებს.