logo_geo
eng_logo
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს კარლო ანჩელოტი გაუძღვება - მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს
- +

19 ივნისი. 2023. 01:04

 

 

Globo-ს ინფორმაციით, ივნისის ბოლოს კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნა ოფიციალურად გამოცხადდება.

 

64 წლის იტალიელის კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ მომავალი წლის ზაფხულში სრულდება და როგორც გამოცემა იუწყება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ შეთანხმებას უკვე მიაღწია როგორც ანჩელოტისთან, ისევე „სამეფო კლუბთან“. ამ შეთანხმების მიხედვით, კარლო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ხელმძღვანელის რანგში მუშაობის დაწყებას ან 2024 წლის იანვრიდან, ან „რეალთან“ შრომითი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ შეძლებს.

 

ამჟამად ბრაზილიის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი ჰყავს – რამონ მენეზესი. ფეხბურთის ფედერაციამ ტიტე თანამდებობიდან მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ გაუშვა.

 

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტია. მან ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან ყველას მოგება მოახერხა, ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა – ორჯერ „რეალთან“, ხოლო ორჯერ „მილანთან“ ერთად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner