logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის წარდგენილ კანდიდატებზე: კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ
- +

19 ივნისი. 2023. 12:37

 

 

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ კანდიდატურები კონსულტაციების გარეშე დასახელდა.

 

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იყო წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სტანდარტული პრაქტიკა შემდეგია - როდესაც 2 ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, წარდგენა სინუსირებს კონსულტაციებით, რაც დაირღვა ამ შემთხვევაში. ეს ერთი. და მეორე - ერთ-ერთ კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან - „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner