logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას
- +

19 ივნისი. 2023. 12:49

 

 

საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი. ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. იყო 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია. უმტკიცებდნენ საზოგადოებას და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა. თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. უცებ ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს რა თქმა უნდა, იყო ცარიელი სიმულაცია, ცარიელი სპეკულაცია. 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. ეს უბრალოდ სირცხვილია. როდესაც საბოლო ჯამში ყველაფერი გაირკვა, იმ ადამიანებმაც კი, ვისაც ამის სჯეროდა გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner