logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ფრანკლინის კლუბზე“: არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას
- +

19 ივნისი. 2023. 12:53

 

 

ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს“, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან კომენტარი „ფრანკლინის კლუბთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

 

ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ფაქტი არის არასწორი, მიუღებელია და ბუნებრივია, ამას სჭირდება გამოძიება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ასეთი საკითხების გამოძიება.

 

ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას. რადიკალიზმის შემოტანას და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალადობაში გადადის-ხოლმე. ეს არის ძალიან ცუდი. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner