logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს ფილმი გადავიღე ჩემი შვილისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილებისთვის!
- +

4 სექტემბერი. 2016. 23:59



რეჟისორი გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, რომ „ჰეროკრატია" საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ნახოს, რადგან ის რეჟიმი და არაადამიანური მოპყრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხეებში ხდებოდა, ნებისმიერმა ინდივიდმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეორედ ქართველმა ხალხმა მსგავსი რამ აღარ დაუშვას.


„თუ ვინმეს აზრად მოსდის თავში, რომ მე ეს ფილმი „ნაციონალური მოძრაობის" გულისთვის გავაკეთე, ძალიან ცდება! ეტყობა თვითონ არის შეპყრობილი „ნაციონალური მოძრაობის" იდეით, თორემ მე რა თქმა უნდა, ეს ფილმი გავაკეთე ქართული საზოგადოებისთვის, ჩემი შვილისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილებისთვის. მე მინდა, რომ ეს მთელმა საქართველომ ნახოს, ეს არის აუცილებელი.

 

გერმანელი ერი მხოლოდ იმიტომ გაჯანსაღდა, რომ მეორე მსოფლიო იმის შემდეგ სოფელ-სოფელ ატარეს ის კადრები რაც ოსვენციმში და ბუხენვალდში ხდებოდა. მთელს საზოგადოებას, ყმაწვილკაცებით დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული, ყველას აჩვენებს ის არაადამიანური მოქმედება. ამიტომ, მოახერხა გერმანელმა ერმა ამ ავადმყოფობის გადატანა."- აცხადებს ხაინდრავა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner