logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი
- +

19 ივნისი. 2023. 14:12

 

 

„როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძემ „მაკდონალდსში“ გავრცელებული ბროშურებიც გაიხსენა.

 

„როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ - მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ეს და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner