logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველა დარწმუნდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემა არ იყო, ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნისა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ
- +

19 ივნისი. 2023. 14:27

 

 

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რამეში და ფიქრობდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემა იყო, დღეს ყველა რწმუნდება იმაში, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნისა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„რეალურად ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით, ყველანაირი ხელშეწყობა იყო იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველა ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ეს პატიმარია თუ არა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. სააკაშვილს დანაშაულები დამტკიცებული აქვს კონკრეტულ საქმეებზე, თუმცა როგორც ვისმენთ კეთდება განცხადებები, რომ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ. დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება იქნება მიღებული. პროკურატურა ბრალს სდებს სხვადასხვა დანაშაულებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner