უბედური შემთხვევა ზუგდიდში - დენის დარტყმის შედეგად 45-წლამდე კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში კუსტარულად დამზადებული ელექტროანკესით, ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.