logo_geo
eng_logo
ზუგდიდში თევზაობისას უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა
- +

19 ივნისი. 2023. 15:31

 

 

უბედური შემთხვევა ზუგდიდში - დენის დარტყმის შედეგად 45-წლამდე კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში კუსტარულად დამზადებული ელექტროანკესით, ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner