logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მეწარმე ქალთა გადამზადებას წარმატებით აგრძელებენ
- +

19 ივნისი. 2023. 15:51

 

 

19 ივნისი, 2023 - საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” წარმატებით გრძელდება. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებმა ხუთდღიანი ტრენინგები გაიარეს, რაც  მათ ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

მეხუთე ნაკადში მონაწილეობა 29 მეწარმე ქალმა მიიღო. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.

 

პირველ დღეს პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმო გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს.  მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნენ. ასევე, გაიგეს თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები;  ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.

 

მეწარმე ქალთა განვთარების პროგრამა ორიენტირებულია ხელი შეუწყოს  მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს,  (როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ კომპანიებს) კიდევ უფრო მეტი თეორიული ცოდნა მიიღონ პრაქტიკოსი, გამოცდილი მენტორებისგან. პროგრამა მეწარმეების ინტერესებსა და საჭიროებებს პასუხობს და მათ სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ, დაუკავშირდნენ სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც მონაწილეები საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე გადავლენ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

 

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ, აღნიშნა, რომ გენდერული განსხვავების აღმოფხვრა თანამედროვე საზოგადოების და ეკონომიკის წარმატებული განვითარების წინაპირობაა.  დღეს მსოფლიო კვლავ ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებსა და უთანასწორობას განვითარების ყველა სფეროში. UNDP-ის უახლესი გლობალური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 10 ადამიანიდან 9 ქალთა მიმართ სტერეოტიპულ წარმოდგენებს ეთანხმება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ზრდასრულ ქალთა განათლების დონე უფრო მაღალია, ვიდრე კაცების, ქალების საშუალო შემოსავალი მაინც 39 პროცენტით ნაკლებია კაცების შემოსავალზე. გენდერული თანასწორობის მიღწევა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამ მხრივ, კერძო სექტორთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მივესალმებით საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას და  შვედეთის მტავრობის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა მეწარმე ქალთა ცხოვრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დღეს, როდესაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-5 ეტაპს ვახორციელებთ, ჩვენი ხელშეწყობა საქართველოს ყველა კუთხეზე ვრცელდება და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის“, - განაცხადა ჩერნიშოვამ. 

 

ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 100 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიულ განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner