logo_geo
eng_logo
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება, პროგამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა
- +

19 ივნისი. 2023. 15:55

 

 

“1 ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 232 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია” - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა.   შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს 233 000 -მდე ბავშვი მიიღებს. 

 

პროექტი, სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვთა  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner