logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: თავი რომ დავანებოთ რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ
- +

19 ივნისი. 2023. 17:50

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს ეხმიანება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა ამერიკული კომპანია Hornady-სგან ასობით ათასი ტყვია-წამალი შეიძინეს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, თავი რომ დავანებოთ რუსეთისგან ენერგო პროდუქტების კვლავ შესყიდვებს და რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ.

 

 რამდენჯერმე ადგილობრივი რადიკალების და უცხოელი „კეთილისმსურველების“ მიერ საქართველოს მიერ შავი ხვრელების გამოყენებით რუსეთისთვის დახმარების შესახებ გაჟღერდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთი ფაქტი თუ მტკიცებულება ამის შესახებ არათუ არ დაიდო, არამედ მინიშნებითაც კი ვერ გვითხრეს.

 

ამავდროულად, კი სულ, რომ თავი დავანებოთ რუსეთისგან ენერგო პროდუქტების კვლავ შესყიდვებს და რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ. რა ჰქვია ამას, როდესაც ჩვენ მართლაც ნოტაციებს გვიკითხავენ და რუსეთს თან ეომებიან, თან სანქციებს უწესებენ, მაგრამ ღია თუ ფარულ ვაჭრობას არ ერიდებიან“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner